ბრაზილიის ციხეში პატიმრებმა ციხის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს

ბრაზილიაში, მანაუსის ციხეში, პატიმრებმა ციხის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს და ამბოხს აწყობენ. „როიტერსის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ამბოხის მიზეზი უცნობია, თუმცა ბრაზილიის ერთ-ერთი ტელევიზია ავრცელებს კადრებს, რომ პატიმრები არანორმალური სიცხის და უშუქობის გამო პროტესტს გამოთქვამენ.

მედიის ინფორმაციით, მანაუში კორონავირუსი ფართოდაა გავრცელებული, რაც შესაძლოა ამბოხის ერთ-ერთი მიზეზი გამხდარიყო. მათივე ცნობით, ქალაქში მასშტაბური საფლავებია გათხრილი, სადაც გარდაცვლილებს მარხავენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს