ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან თბილისში გადმოყვანილი 10 პირიდან 8 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან თბილისში გადმოყვანილი 10 პირიდან 8 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. პირველადი ტესტირებით, 7 პირს კოვიდინფექცია დაუდასტურდა, ერთის კვლევა კი მიმდინარეობს.

ცნობისთვის, გუშინ, სოფელ მუშევანში დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც ადგილზე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ჯგუფი მივიდა. ათივე პირი დღეს თბილისში სამკურნალო დაწესებულებებში გადმოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლნისის სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც “ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა