საბა ბუაძე  - შს სამინისტროს არ უნდა უხდებოდეს გაფუჭებულის გამოსწორება, როგორც ფაქტზე გამოჭერილ პატარა ბავშვს

შს სამინისტროს არ უნდა უხდებოდეს გაფუჭებულის გამოსწორება, როგორც ფაქტზე გამოჭერილ პატარა ბავშვს, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ განაცხადა.

„ლელო საქართველოსთვის“ ინფორმაციით, საბა ბუაძე ეხმაურება შსს-ს მიერ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის დღეს, „ლელოში" ჩატარებული პრესკონფერენციის შემდეგ გამოქვეყნებას.

„ლელოს“ მცდელობამ შედეგი გამოიღო და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა, რომელსაც 3 თვის განმავლობაში მალავდა.

შსს, უხერხულია ალტერნატიული რეალობის წარმოჩენა, ასეთი საქციელით ბევრჯერ გააფუჭეს საქმე წინა ხელისუფლებებმა. კარგია, როდესაც "ლელოს" მიერ მითითებული სისტემური ხარვეზების გამოსწორებას ცდილობთ, მაგრამ ამისთვის ოპოზიციის მხრიდან ბრიფინგების გამართვა არ უნდა გჭირდებოდეთ და არც სამინისტროს უნდა უხდებოდეს გაფუჭებულის გამოსწორება, როგორც ფაქტზე გამოჭერილ პატარა ბავშვს.

რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას საზოგადოებას ვერ დაუმალავთ, რადგან ეს არის უწყების უპირველესი ვალდებულება. როგორც ყველა განვითარებულ საზოგადოებაში, გამჭვირვალობას ამ ქვეყანაშიც არ აქვს ალტერნატივა. არც ოპოზიცია და ამ ქვეყნის არც ერთი მოქალაქე არ მოგცემთ საშუალებას რუსული მილიციის პრინციპებით მართოთ პოლიცია და სისტემა, რომელიც საზოგადოების სამსახურში უნდა იყოს’’, - განაცხადა საბა ბუაძემ.

დღეს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის’’ ლიდერებმა საბა ბუაძემ და გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგი გამართეს. მათ განაცხადეს, რომ ლელო ითხოვდა შსს-ს მიერ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებას, რაზეც უარი მიიღეს. პარტიის ლიდერებმა გაასაჯაროეს შსს წერილი, სადაც უწყება აცხადებდა, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების ვალდებულება არ ჰქონდათ. შედეგად, აღნიშნული ბრიფინგის შემდეგ, საჯარო ზეწოლიდან რამდენიმე საათში, შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ,,ლელოს’’ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია გაჩნდა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო