თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტებიდან 31-ის ტესტის პასუხი უარყოფითია

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკური ხელმძღვანელის, კახა ბეროზაშვილის განცხადებით, კორონავირუსზე 31 პაციენტის ტესტის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 2 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, რაც თანდართული დაავადების გართულებითაა განპირობებული.

„ჩვენს კლინიკაში ამჟამად 53 პაციენტია, აქედან მიღებულია 31 პაციენტის პასუხი და ყველა უარყოფითია. ახლა იწყება პაციენტების გადაყვანა და სახლში გაშვება - ნაწილი კარანტინში გადავა, ნაწილი კი, თვითიზოლაციაში. ძირითადად, პაციენტების ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი ფორმისაა. რამდენიმე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 2 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, ეს თანმხლები დაავადების გართულებითაა განპირობებული. პაციენტების უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ძირითადად, ჩვენთან პაციენტები სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის ბრიგადას მოჰყავს, თუმცა არის შემთხვევები, როცა მოსახლეობა თვითდინებითაც შემოდის“, - განაცხადა ბეროზაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კიდევ 7-ით გაიზარდა და 589 შეადგინა. 589 ადამიანიდან 215 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 8 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს