ჩინეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა

ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ინფორმაციას ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასულ 24 საათში ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი ზედიზედ 5 დღეა არ დაფიქსირებულა. ინფიცირების ორი ფაქტიდან კი ერთი სხვა ქვეყნიდან არის იმპორტირებული, მეორე ლოკალური შემთხვევაა. გარდა ამისა, ბოლო დღე-ღამეში ჩინეთის საავადმყოფოებიდან გამოჯანმრთელებული კიდევ 28 პაციენტი გაწერეს. ამ დრომდე ჩინეთში სხვა ქვეყნებიდან ვირუსის იმპორტირების 1,672 შემთხვევაა დაფიქსირებული. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში მთლიანობაში ინფიცირების 82,877 ფაქტი დაფიქსირდა. მათგან 4,633 პაციენტი დაიღუპა. 77,713 ადამიანი დაავადებისგან განიკურნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა