პატრიარქი - ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას უჭირს, ხალხს უჭირს, მაგრამ წყალობა ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას უჭირს, როცა ხალხს უჭირს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მცხეთა -თბილისის ეპისკოპოსმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

მან მრევლს მენალსაცხებლე დედების ხსენების დღესთან დაკავშირებით მიმართა და ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ ის, თუ რა გააკეთეს მენელსაცხებელმა დედებმა, რამდენი გაბედული ნაბიჯი გადადგეს იმ დროს, როცა მოციქულებმა დატოვეს ჯვარცმული მაცხოვარი. მენელსაცხებელი დედები ჯვართან იდგნენ და იქ იზიარებდნენ ტკივილს მაცხოვრისას. მენელსაცხებელმა დედებმა თავისი მხრებით იტვირთეს სიმძიმე ეკლესიისა. ისინი ქადაგებდნენ მთელ მსოფლიოში და ჩვენ ვმადლობთ და თაყვანს ვცემთ მათ ღვაწლს. შემთხვევით არ არის, რომ ჩვენმა წინაპრებმა თამარ მეფე მიაკუთვნეს მენელსაცხებელ დედებს და გაუთანასწორეს თამარ მეფის ღვაწლი მენელსაცხებელ დედებს. მათი ლოცვა -კუთხევა შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს.

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას უჭირს. როცა ხალხს უჭირს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას. ეკლესია აღაშენა მაცხოვარმა და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. შეგეწიოთ მადლი ღვთისა, წყალობა ღვთისა, სიხარული, სიყვარული ღვთისა, წყალობა და მადლი ღვთისა იყოს თქვენ ზედა,“- ბრძანა პატრიარქმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო