ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-9 პაციენტი რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირებული სპორტსმენის დედაა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-9 პაციენტი რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირებული სპორტსმენის დედაა.

მისივე თქმით, მას ქრონიკული დაავადებები აწუხებდა და უმძიმესი პაციენტი იყო.

„კარგა ხანი იწვა ჩვენთან. ცნობილი ქალბატონია სპორტსმენთან დაკავშირებული ოჯახიდან,“ - განაცხადა ლალი ტურძელაძემ „რუსთავი 2“-თან საუბარში და შეკითხვაზე, არის თუ არა გარდაცვლილი დაინფიცირებული სპორტსმენის დედა, დადებითი პასუხი გასცა.

შეგახსენებთ, 33 წლის სპორტსმენის აპრილის დასაწყისში დაინფიცირდა. ის სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტსა და სოფელში იმყოფებოდა, რის გამოც ათეულობით ადამიანი კარანტინსა ან თვითიზოლაციაში გადავიდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა