სერგი კაპანაძე - საპარლამენტო ცხოვრება რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს და შეზღუდვებიც, რომელსაც არანაირი ეფექტი არ აქვს, მოიხსნას

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საპარლამენტო ცხოვრება რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს, რათა გაკონტროლდეს ის თანხები, რომელსაც სახელმწიფო კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში ხარჯავს.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია მოიხსნას ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც არანაირი ეფექტი და შედეგი არ აქვს და რომელიც ეკონომიკის შეჩერებას იწვევს.

„ბუნებრივია, საპარლამენტო ცხოვრება უნდა აღდგეს, რაც შეიძლება სწრაფად იმისთვის, რომ მინიმუმ ამ ეტაპზე იქნას გაკონტროლებული ის თანხები, რომლებიც იხარჯება კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში. ჩვენ ვიცით ხელისუფლება არ აპირებს რადიკალური რეფორმების გატარებას, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შეთავაზება „ევროპულმა საქართველომ“ მას მისცა, რომელიც გულისხმობს გადასახადების სერიოზულად დაწევას, რომელიც გულისხმობს კონკრეტული ადამიანების დახმარებას, რომელიც გულისხმობს დაგროვებითი საპენსიო ფონდის შეჩერებას, იქ შენატანების შეჩერებას და ადამიანებისთვის ამ თანხების დაბრუნებას. ამას ვიცით, რომ არ აპირებს, მაგრამ რასაც აპირებს ფაქტია, რომ რამდენიმე ასეულობით მილიონი, შეიძლება უკვე მილიარდი ლარის მოძრაობა იყოს საჭირო, ამას ბუნებრივია, სჭირდება საპარლამენტო კონტროლი. ზოგადად საპარლამენტო კონტროლი საგანგებო მდგომარეობის დროს ისედაც აუცილებელია და დღეს ამისი მოწინააღმდეგეა „ქართული ოცნება“.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის ის, რომ უაზრო შეზღუდვები, რომლითაც შეაჩერეს ეკონომიკა და რომელსაც არანაირი ეფექტი და შედეგი არ აქვს, მოიხსნას, მაგალითად: „კომენდანტის საათი“, ასევე, მანქანებში ოჯახის წევრების ჩასხდომაზე დაწესებული უაზრო შეზღუდვები, ასევე კონკრეტული სიის განსაზღვრა, რომელსაც შეუძლია ეკონომიკური საქმიანობის წარმოება. ესენი უნდა იყოს სასწრაფოდ შეცვლილი და ამისთვის მივმართეთ მათ გუშინ, რომ ეს გააკეთონ უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში და შემდეგ უკვე სწრაფად გადადგან ნაბიჯები ეკონომიკის ამოძრავებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამაზეც კონკრეტული წინადადება გვაქვს გაკეთებული და ასევე, სოციალური დახმარების პროექტებთან დაკავშირებითაც კონკრეტული წინადადება გვაქვს მიცემული“, - განაცხადა კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო