მეუფე იობი - ეკომიგრანტებს აქვთ ჩვენი მიწები მითვისებული, ამას დაგიმოწმებთ და დაგიმტკიცებთ

ეკომიგრანტებს აქვთ ჩვენი მიწები მითვისებული, ამას დაგიმოწმებთ და დაგიმტკიცებთ, - ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა მეუფე იობმა (აქიაშვილი) ჟურნალისტებს განუცხადა.

მან უარყო ინფორმაცია, თითქოს სასულიერო პირები ადგილობრივების ტერიტორიას ითვისებენ.

მეუფე იობის განმარტებით, მათ მიწები და საძოვრები, როგორც კერძო პირებმა ისე შეიძინეს.

„ეკომიგრანტებს აქვთ ჩვენი მიწები მითვისებული, ამას დაგიმოწმებთ და დაგიმტკიცებთ. მათ სასულიერო პირების მიწები მიითვისეს. ლობიოს ვთესავთ, თუ რაიმე ბოსტნეულს, საქონელს უშვებენ და ყველაფერს ანადგურებენ. არავის ვავიწროვებთ და არავის ვდევნით. პირიქით, ხელშეწყობა გვაქვს, ყველანაირად ვეხმარებით. ფერმა გვქონდა, ვუთხარით აჭარელ ეკომიგრანტებს, რომ შემოსულიყვნენ და დასაქმებულიყვნენ, არ ისურვეს. ალბათ, იქედან გამომდინარე, რომ თვითონ მუსლიმურ სარწმუნოებას მიეკუთვნებიან და ჩვენ ქრისტიანები ვართ. ამ ურთიერთობას თვითონვე ერიდებიან. ეპარქიის არის რა თქმა უნდა, იქ მონასტრებია აშენებული და მონასტერი კერძო მფლობელობაში ხომ არ იქნება? საპატრიარქოს უარი უთხრეს და ჩვენ, როგორც კერძო პირებმა, ეს მიწები შევიძინეთ იმის გამო, რომ ამ მიწებზე მონასტრები აგვეშენებინა, საძოვრებიც საკუთრებაში გვაქვს“, - აცხადებს მეუფე იობი.

ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
ქართული პრესის მიმოხილვა 14.06.2021
კარლ ჰარცელი - მჯერა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, სულ მცირე, კრიზისის ეს თავი დაიხურა - საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია