სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგები კორონავირუსით ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიების სამუშაოებს აწარმოებენ

სოფელ მუშევანში, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მაკა მამარდაშვილი, ეპიდემიოლოგებთან ერთად ინფიცირებული მოქალაქეების კონტაქტების მოძიების სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ეპიდემიოლოგებთან ერთად სოფელში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი იმყოფებოდნენ. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

უწყების ინფორმაციით, ეპიდემიოლოგებისა და ბოლნისის მუნიციპლიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, 4 მაისს ლუგარის კვლევითი ცენტრის ჯგუფები სოფელში დადასტურებული კონტაქტებიდან ბიოლოგიური ნიმუშების აღებას დაიწყებენ.

„სოფელში მედიკოსებთან ერთად ვიმყოფებოდით. მუშევანის მოსახლეობას შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდეთ შემდგომ კვლევებთან დაკავშირებით. ხვალ მედიკოსთა ჯგუფები მოსახლეობის ბიოლოგიური ნიმუშების აღებას დაიწყებენ. ჩვენს მედიკოსებს ლუგარის კვლევითი ცენტრის ჯგუფებიც შეუერთდებიან. ვფიქრობ, სოფლის მოსახლეობას მკაფიოდ ესმის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სოფელში მედიკოსების მუშაობას. დღეს მედიკოსები შესაბამის სამუშაოებს შეფერხების გარეშე აწარმოებენ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა