შალვა კიკნაველიძე - სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ბიზნესის სტიმულირებისთვის, რათა მოვახდინოთ სამუშაო ადგილების შენარჩუნება

ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ის საზოგადოებრივი კვების ობიექტები მოინახულა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში, დისტანციური მომსახურების სერვისით სარგებლობენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ, როგორ სრულდება კვების დაწესებულებებში ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული რეკომენდაციები. ამასთან, კვების ობიექტების თანამშრომლებმა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან საჩუქრად პირბადეებიც მიიღეს.

უმრავლესობის წევრის, შალვა კიკნაველიძის განცხადებით, არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ ობიექტმა შეძლოს შეუფერხებლად ფუნქციონირება, რომლებიც სახელმწიფო რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავენ.

"ჩვენ ძალიან მალე გადავალთ იმ ეტაპზე, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობა სრულად აღდგება. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ ობიექტმა განაგრძოს საქმიანობა, რომლებიც უსაფრთხოების ნორმებსა და სახელმწიფო რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავენ. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ბიზნესის სტიმულირებისთვის, რათა მოვახდინოთ სამუშაო ადგილების შენარჩუნება. სასიხარულოა, რომ ამ პროცესში ბევრი სუბიექტი ავლენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა