ბადრი ჯაფარიძე - თუ ვინმეს ცხელ თავში აქვს აზრი, რომ ახლა ჩვენთვის არავის სცხელა და შეუძლია ოპოზიციასთან შეთანხმება დაივიწყოს, მინდა ვუთხრა, რომ  მარცხი უწერია

ნებისმიერი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი ან ნებისმიერი ნაბიჯი გადადგმული ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების საწინააღმდეგოდ, გამოიწვევს არა მხოლოდ შესაბამის პოლიტიკურ ნაბიჯებს, არამედ სხვა, უფრო შორს მიმავალ შედეგებსაც, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, თავში არავინ უნდა გაივლოს ის აზრი, რომ იმოქმედებენ იმ ხელშეკრულების და პრინციპების საწინააღმდეგოდ, რომელზეც ოპოზიცია და ხელისუფლება უკვე შეთანხმდა.

„არ უნდა არსებობდეს ისეთი მოსაზრება, თითქოს ახლა არავის სცხელა საქართველოსთვის. ნამდვილად სცხელა, იმიტომ რომ უნდა მიაქციოთ სხვა რამეს ყურადღება - ნებისმიერი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი ან ნებისმიერი ნაბიჯი, გადადგმული იმ შეთანხმების საწინააღმდეგოდ, რომელიც იქნა მიღწეული ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, გამოიწვევს არა მხოლოდ შესაბამის პოლიტიკურ ნაბიჯებს, არამედ სხვა, უფრო შორს მიმავალ შედეგებსაც. ეს ცალსახაა, იმიტომ რომ სწორედ ამ პანდემიის დროს სჭირდება ჩვენს ქვეყანას მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან და თუკი მთავრობა წავა ამ ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ, ცხადია, რომ მიიღებს შესაბამის რეაქციას და სამწუხაროდ, ეს რეაქცია აისახება შემდეგ ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენი სურვილია, რომ ეს არ მოხდეს. ამიტომ, უბრალოდ მინდა მოვუწოდო, თუ ვინმეს თავის ცხელ თავში აქვს კიდევ ეს აზრი, რომ ახლა ჩვენთვის არავის სცხელა და მოდი, ჩვენი ბნელი გეგმები, რაც გვქონდა, განვახორციელოთ, მე მინდა ვუთხრა ასეთ ადამიანებს, რომ ამას უწერია აუცილებელი მარცხი და შესაბამისად, არც უნდა გაივლონ თავში ასეთი აზრი, რომ იმოქმედონ იმ ხელშეკრულების და იმ პრინციპების საწინააღმდეგოდ, რომელზეც უკვე შეთანხმდა ოპოზიცია და ხელისუფლება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს