თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ ითვლება მედიკამენტი „რემდესივირი“ COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში ეფექტურ სამკურნალო საშუალებად

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ ითვლება მედიკამენტი „რემდესივირი“ COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში ეფექტურ სამკურნალო საშუალებად.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ „რემდესივირის“ ეფექტიანობა აშშ-ში შემოწმდა და წინასწარი მონაცემებით, მიღებულია დამაიმედებელი შედეგები, კერძოდ „რემდესივირით“ მკურნალობამ უზრუნველყო პაციენტთა გარკვეული ნაწილის შედარებით უფრო მოკლე დროში გამოჯანმრთელება.

„ა.წ. 1-ელი მაისის გადაწყვეტილებით, აშშ FDA-იმ მძიმედ მიმდინარე COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ, კლინიკურ კვლევებში მყოფი მედიკამენტებიდან რეკომენდაცია მისცა მედიკამენტ „რემდესივირის“ (Remdesivir) გამოყენებას. ანალოგიური რეკომენდაცია აშშ FDA-იმ ა.წ. 28 მარტის გადაწყვეტილებით კლინიკურ კვლევებში მყოფ კიდევ ერთ მედიკამენტ - „ჰიდროქსიქლოროქინს“ (პლაქვენილს) მისცა, რომელიც საქართველოში უკვე წარმატებულად გამოიყენება COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ.

პრეპარატ „რემდესივირზე: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. იგი თავის დროზე შეიქმნა ამერიკული კომპანია Gilead Science-ის მიერ ებოლას ცხელების სამკურნალოდ, მაგრამ ამ დაავადების დროს ეფექტიანი არ გამოდგა.

ა.წ. 29 აპრილს აშშ-ს ნაციონალური ინსტიტუტების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის (NIH/NIAID) დირექტორმა და დარგის ლიდერმა პროფესორმა Anthony Fauci-იმ განაცხადა, რომ მისი ინსტიტუტის ხელმძღვანელობით ჩატარებული საერთაშორისო კლინიკური კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა „რემდესივირის“ ეფექტიანობა COVID-19-ის სამკურნალოდ და წინასწარი მონაცემებით, მიღებულია დამაიმედებელი შედეგები, კერძოდ „რემდესივირით“ მკურნალობამ უზრუნველყო პაციენტთა გარკვეული ნაწილის შედარებით უფრო მოკლე დროში გამოჯანმრთელება. პროფესორმა Anthony Fauci-იმ ისიც აღნიშნა, რომ მედიკამენტი „რემდესივირი“ შესაძლოა, COVID-19-ით პაციენტების ძირითადი სამკურნალო საშუალება გახდეს.

შესაბამისად, აშშ FDA, სადღეისოდ არსებულ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, „რემდესივირს“ COVID-19-ის სამკურნალო ეფექტიან მედიკამენტად მიიჩნევს. თუმცა ეს მაინც წინასწარი ვარაუდია და აღნიშნული მედიკამენტის რეალური ეფექტიანობის დადგენა და შესაბამისად მისი საბოლოოდ ოფიციალური დამტკიცება შესაძლებელი გახდება მიმდინარე სხვა მასშტაბური კლინიკური კვლევებით მიღებული შედეგების გაანალიზების შემდგომ.

წყარო: https://www.medscape.com/viewarticle/929685

https://www.cbsnews.com/news/fauci-remdesivir-coronavirus-treatment/“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ამირან სალუქვაძე - პოლიტიკური კულტურის ამაღლების გარეშე დავდგებით კოალიციების საჭიროების წინაშე, რაც ქვეყანას პერმანენტულ ქაოსურ პროცესებში გადაიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს ამოცანას წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების დანერგვა
"ლიბერთი ბანკი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და "ტოიოტა კავკასიის" პრეზიდენტი "ტოიოტა ცენტრ ბათუმს" ესტუმრნენ
Hotsale.ge-ის აქცია - დამატებით 20%-მდე დანაზოგი ტექნიკასა და სასტუმროებზე „კრედო  ბანკის“ განვადებით სარგებლობისას
ქობულეთში შატოს ტიპის ახალი კომპლექსი „შატო კვირიკე“ გაიხსნა
„მაკდონალდსის“ ინვესტიციით საქართველოში პურ-ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდი“ იხსნება