მაიკ პომპეო - შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩინეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა მსოფლიოს ვირუსის შესახებ არაფერი გაეგო

ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, შეერთებულ შტატებს გააჩნია იმის მტკიცებულება, რომ ჩინეთმა კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია დამალა.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მსოფლიოს არაფერი გაეგო, თუ რა ხდებოდა. არის ამის უამრავი მტკიცებულება, რომელთაგან ზოგიერთი რამ საჯაროა“, - განაცხადა პომპეომ ტელეკომპანია ABC-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ჩინეთის ხელისუფლება ცდილობდა მათ გაჩუმებას, ვინც შეეცადა გაემჟღავნებინა, თუ რა ხდებოდა ქალაქ უხანში, სადაც დაიწყო ინფექციის აფეთქება. მანვე პეკინი დაადანაშაულა „დეზინფორმაციის კლასიკური კომუნისტური კამპანიის“ ჩატარებაში.

სახელმწიფო მდივნის თქმით, დონალდ ტრამპმა გასაგებად თქვა, რომ აპირებს დამნაშავეებს პასუხი აგებინოს და „ჩვენ ამას თავის დროზე გავაკეთებთ“, - აღნიშნა პომპეომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა