პროფესიული კავშირების გაერთიანება დღეს ტყიბულში, ზესტაფონსა და ჭიათურაში საქველმოქმედო ღონისძიებას განახორციელებს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, შპს „საქნახშირსა“ და შპს „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელებას განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირები ავრცელებს.

მათი ცნობით, დღეს, 4 მაისს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და წევრი დარგობრივი და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვევიან ტყიბულს, ზესტაფონსა და ჭიათურას.

“აქტივობის ფარგლებში პირველადი საჭიროების სასურსათო პროდუქტების პაკეტები გადაეცემა 300-ზე მეტ ოჯახს, რომელიც სოციალურად გაჭირვებულთა და მრავალშვილიანთა კატეგორიას განეკუთვნებიან.

ზემოთაღნიშნული აქტივობა ერთობლივი რესურსებით დაიგეგმა შპს “საქნახშირის“ და შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად და სავარაუდოდ, საქველმოქმედო ღონისძიებაში ამ კომპანიის ხელმძღანელებიც მიიღებენ მონაწილეობას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა