თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი მადლობის წერილს აქვეყნებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია მადლობის წერილს აქვეყნებს. როგორც “ინტერპრესნიუსს” სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, რექტორი სტუდენტებსა და რეზიდენტებს მოქალაქეობრივი და პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის მადლობას უხდის.

როგორც რექტორის მადლობის წერილშია აღნიშნული, COVID-19-თან ბრძოლის პერიოდში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 500-ზე მეტი სტუდენტი და რეზიდენტი თავდაუზოგავად შრომობს საქართველოს სხვადასხვა კლინიკაში, საკარანტინო ზონებსა და სხვა ცხელ წერტილებში.

“ჩემო ახალგაზრდა კოლეგებო, მოგმართავთ ყველა სტუდენტსა და რეზიდენტს, რომლებიც ამ მძიმე სიტუაციაში თქვენს მოქალაქეობრივ და პროფესიულ ვალს პირნათლად იხდით სწავლით ყველა ჩვენთაგანისთვის უჩვეულო გარემოში, კლინიკებში მუშაობით, ქველმოქმედებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინიციატივების ხორცშესხმით. COVID-19-თან ბრძოლის ამ ურთულეს პერიოდში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 500-ზე მეტი სტუდენტი და რეზიდენტი თავდაუზოგავად შრომობს საქართველოს სხვადასხვა კლინიკაში, საკარანტინო ზონებსა და სხვა ცხელ წერტილებში. გაცილებით მეტი სრულიად უანგაროდ, საკუთარი ინიციატივით ეხმარება სამედიცინო პერსონალს, ან ჩართულია საზოგადოებრივ მოძრაობაში და ზრუნავს უმწეო მდგომარეობაში მყოფ ადამიანებზე. ჩვენი უნივერისტეტის პროფესურისა და ადმინისტრაციის სახელით, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ამ თავდადებისთვის. ვამაყობ, რომ თქვენ, როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მოწოდების სიმაღლეზე ხართ და ღირსეულად წარადგენთ თქვენს ალმა-მატერს საზოგადოების წინაშე,”- აღნიშნულია წერილში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო