სერგი კაპანაძე - შეთანხმება უნდა შესრულდეს, ხელისუფლებას თუ აქვს განცდა, რომ ყველას „გადააგდებს“ ,  ძალიან ცდება

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები საკმარისია და აუცილებელია, რომ ზოგიერთი რეგულაცია მოიხსნას. მისივე თქმით, უნდა აღდგეს პოლიტიკური ცხოვრება და პარლამენტის ზედამხედველობა იმაზე, თუ როგორ იხარჯება თანხები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

„ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის, რომ ამ ეტაპზე საკმარისია ის შეზღუდვები, რომელიც გაატარა ხელისუფლებამ. შეზღუდვები უნდა მოიხსნას. ჩვენ კონკრეტული გეგმით მივმართეთ, რა არის მოსახსნელი, მათ შორის გადაადგილებაზე შეზღუდვა, კომენდანტის საათი. ბუნებრივია, უნდა დარჩეს ჯანდაცვის კონტროლი იმ ადამიანებში, რომელიც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებია, მაგრამ დანარჩენი, უაზრო შეზღუდვები უნდა მოიხსნას. სწარაფად უნდა გატარდეს ეკონომიკური რეფორმების პაკეტი, იმისთვის, რომ ეს კრიზისი იყოს დაძლეული. ამასთანავე, რა თქმა უნდა, უნდა აღდგეს პოლიტიკური ცხოვრება, პარლამენტის როლი, პარლამენტის ზედამხედველობა იმაზე, ეს ფული როგორ იხარჯება“,- განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების შესრულება უნდა მოხდეს იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პროცესი ნორმალურ ვითარებაში წარიმართოს.

„ის შეთანხმება, რომელიც არსებობს ხელისუფლებას, ოპოზიციასა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შორის, უნდა შესრულდეს. შეთანხმება, რომელიც გულისხმობს, ერთი მხრივ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მეორე მხრივ, საარჩევნო სისტემის რეფორმას, ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა და ველოდებით, რომ ხელისუფლება ამ შეთანხმების თავის ნაწილს შეასრულებს, ამის მერე უკვე შესაძლებელი იქნება ნორმალური სარჩევნო კამპანიის ჩატარებაც და არჩევნების ჩატარებაც. მაგრამ ხელისუფლებას თუ აქვს ის განცდა, რომ „გადააგდებს“ ყველას, საერთაშორისო საზოგადოებას, ოპოზიციას, მოსახლოებას და ამ შეთანხმების თავის ნაწილს არ შეასრულებს, მაშინ შეთანხმება არ შედგება და ის დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჰქონდა ჩვენს პარტნიორებს - წერილი წერილზე იწერებოდა და ძალიან მკაცრი შეფასებები იყო, ეს ყველაფერი აღდგება და ნორმალური წინასაარჩევნო ვითარება არ იქნება და ეს, არ მგონია, აწყობდეს ივანიშვილს“,- განაცხადა კაპანაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო