ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენი სურვილია, რომ გახსნის გეგმები დავაჩქაროთ, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორის და ეკონომიკური გუნდის მაღალ პასუხისმგებლობას

ჩვენი სურვილია, რომ გახსნის გეგმები დავაჩქაროთ, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორის და ეკონომიკური გუნდის მაღალ პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, მთავრობამ, მოქალაქეების ხელშეწყობით, შეძლო, რომ კოვიდინფექციის მართვასთან დაკავშირებით საუკეთესო შედეგი დაედო და ახლა დროა, რომ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა კერძო სექტორმა გამოიჩინოს. ჯანდაცვის მინისტრმა კომპანიებს მოუწოდა, შრომის ინსპექციის რეკომენდაციები შეასრულონ, რათა მთავრობის მიერ დაგეგმილი გახსნის ღონისძიებები შეფერხების გარეშე განხორციელდეს.

„ჩვენი სურვილია, რომ გახსნის გეგმები დავაჩქაროთ, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორის და ეკონომიკური გუნდის მაღალ პასუხისმგებლობას. ჩვენ ბოლო 3 თვის მანძილზე ვიხილეთ, თუ როგორი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან ჩვენი მოქალაქეები, რის შედეგადაც სამთავრობო გუნდმა შეძლო და კოვიდინფექციის მართვასთან დაკავშირებით, საუკეთესო შედეგები დადო. ახლა დადგა ის დრო, როდესაც ჩვენს კერძო სექტორს ეკისრება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. იცით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური რამდენიმე დღეა მუშაობს იმისთვის, რომ ბიზნესს ხელი შეუწყოს, რომ მათ, მთავრობის გუნდთან ერთად, გახსნის ღონისძიებების დაჩქარება შეძლონ. ამისათვის საჭიროა მათი რეგისტრაცია და მათი მზაობის დაფიქსირება. შრომის ინსპექციის სამსახურისგან უნდა მიიღონ ის კონსულტაციები, რითაც შეძლებენ, უსაფრთხოდ მართონ თავიანთი ბიზნესი როგორც საკუთარი ფირმებისთვის, ასევე სახელმწიფოსა და რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამიტომ მე ყველას მოვუწოდებ, რომ დროული დარეგისტრირება და დროული მომზადება მოხდეს, რათა მთავრობის მიერ დაგეგმილი ყველა ღონისძიება შეფერხების გარეშე განხორციელდეს,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს