რუსი ექიმი, რომელიც აცხადებდა, რომ კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად მუშაობას აიძულებდნენ, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა

რუსი ექიმი, რომელმაც განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად, მუშაობას აიძულებდნენ, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას The Moscow Times-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ეს უკვე მესამე ექიმია, რომელიც ბოლო ორი კვირის მანძილზე საავადმყოფოების ფანჯრებიდან გადავარდა გაურკვეველ გარემოებებში.

37 წლის ალექსანდრე შულეპოვმა 22 აპრილს გაავრცელა ვიდეო, სადაც აცხადებდა, რომ ნოვაია უსმანის საავადმყოფოში მუშაობას აიძულებდნენ, მაშინ როცა თავადაც ინფიცირებული იყო. მოგვიანებით, მან კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ მან „ბრალდებები“ ემოციურ ფონზე გააკეთა და გაჟღერებული ცნობები უარყო. მისი კოლეგა კი, რომელმაც ვიდეო გადაიღო, „ყალბი ამბების“ გავრცელების გამო გამოკითხვაზე დაიბარეს და მედიის ინფორმაციით, მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა