ადვოკატის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება დასრულდა

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება დასრულდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტენით, დღესვე გაეცნობა საქმის საბოლოო მასალებს და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მედიასთან განმარტებებს მოგვიანებით გააკეთებს

„დღეს, მე, როგორც ადვოკატი მივდივარ საგამოძიებო უწყებაში იმისათვის, რომ გავეცნო საქმის საბოლოო მასალებს და როგორც ადვოკატმა შევაფასო, რამდენად კმაყოფილები ვართ ჩატარებული გამოძიებით, ვფიქრობთ თუ არა, რომ ამ საქმეში კიდევ არსებობს კითხვები, რომელზეც პასუხი არ არის გაცემული და რას ველოდებით სასამართლო განხილვებისგან, რომელიც დაიწყება 6 მაისიდან“, - განაცხადა გიგუაშვილმა

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა