რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე - პოპულიზმზე, სპეკულაციებზე და შოუებზე არიან ორიენტირებული - ძალიან მალე, მათ საერთოდ, პოლიტიკაშიც ვეღარ ვნახავთ

ოპოზიციას ან წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა ან არ უხარია ის, რომ საქართველოს პარლამენტი დღეს მუშაობს ძალიან აქტიურად,- ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას. როგორც დეპუტატი ამბობს, ოპოზიცია მხოლოდ დესტრუქციით იყო დაკავებული მაშინაც კი, როცა პარლამენტი აქტიურად მუშაობდა.

იონათამიშვილის შეფასებით, ოპოზიცია მხოლოდ პოპულიზმზე, სპეკულაციებსა და შოუს დადგმაზეა ორიენტირებული და სწორედ „ეს დააკლდათ“ ამ პერიოდში.

„პარლამენტი ჩართულია კრიზისების მართვის, ჯანდაცვის მხრივ, განსაკუთრებით გამოვყოფ საგარეო და ეკონომიკურ გუნდს, უფრო მეტიც, საკანონმდებლო პროცესიც კი არ განელებულა საგანგებო მდგომარეობის პირობებში და როცა ამ მხრივ კრიტიკა გვესმის იმ გუნდისგან, რომელიც მაშინაც კი როცა ძალიან აქტიური იყო მუშაობა პარლამენტში, საქმის კეთებას ბოიკოტს უცხადებდნენ და არ იღებდნენ მონაწილეობას საკომიტეტო, სასესიო განხილვებში და მხოლოდ დესტრუქციაზე იყვნენ გადასულები, მათგან ამ მხრივ კრიტიკა განსაკუთრებით უპასუხისმგებლოა ჩემი აზრით. ასე რომ, მათ მოვუწოდებ, კარგად გაეცნონ რას ნიშნავს საგანგებო მდგომაროება, ასევე გაეცნონ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს სახელისუფლებო შტოების და მათ შორის პარლამენტის საქმიანობაზე, მაგრამ ცხადია, მათ ეს არ აინტერესებთ, რადგან ისინი პოპულიზმზე, სპეკულაციებზე და შოუებზე არიან ორიენტირებულნი და ეს დააკლდათ, რადგან მხოლოდ ამაში მონაწილეობდნენ, როცა ესწრებოდნენ კომიტეტებს. 15-20 წუთით შემოდიოდნენ და მერე მათ ვეღარ ვხედავდით და ძალიან მალე საერთოდ პოლიტიკაშიც ვეღარ ვნახავთ,“- აცხადებს რატი იონათამიშვილი.

შეგახსენებთ, პარლამენტის მუშაობა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ გააკრიტიკა. მან პარლამენტის ხელმძღვანელობას კომიტეტების და პლენარული სესიების განახლებისკენ, ხოლო მთავრობას კი ანტიკრიზისული გეგმისა და საგანგებო ბიუჯეტის წარმოდგენისკენ მოუწოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა