ლევან გოფოძე - კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტი, ვისთანაც „პლაქვენილი“ გამოვიყენეთ, გამოჯანმრთელებული გაეწერა

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტი, ვისთანაც „პლაქვენილი“ გამოვიყენეთ, გამოჯანმრთელებული გაეწერა, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენება მხოლოდ მძიმე პაციენტებში ხდება.

„არაცერთხელ განვაცხადეთ, რომ „პლაქვენილს“ არ ვიყენებთ მსუბუქ და საშუალო მდგომარეობის პაციენტებთან. ამ პრეპარატს ვიყენებთ მხოლოდ იმ პაციენტებთან, ვისთანაც შედარებით მძიმე მდგომარეობაა, დადასტურებულია ორმხრივი პნევმონია დაბურული მინის კლასიკური გამოხატულებით. ასეთ შემთხვევებში „პლაქვენილს“ ვიყენებთ იმ სქემის მიხედვით, რომელიც რეკომენდირებულია. რამდენიმე პაციენტი, ვისთანაც გამოვიყენეთ ეს პრეპარატი, გამოჯანმრთელებული გაეწერა. მასზე გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა ჩვენთან.

მოგეხსენებათ, ყველა მედიკამენტს აქვს გვერდითი მოვლენები, მათ შორის „პლაქვენილსაც“. ამ „პლაქვენილზე“ დიდი ამბავია ატეხილი მთელ მსოფლიოში, მაგრამ როგორც ბატონმა თენგიზ ცერცვაძემაც არაერთხელ განაცხადა, FDA-ს არ ამოუღია იგი მკურნალობის სქემიდან. გარდა ამისა, რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის ავსტრიამ, შვეიცარიამ ამ მედიკამენტის კვლევა დაიწყეს, როგორც საპროფილაქტიკო, პრევენციული მედიკამენტის თვალსაზრისით. ამიტომაც ასე ხელაღებით მასზე უარის თქმა ან ყველა პაციენტთან გამოყენება, არ იქნება სწორი. ყოველ შემთხვევაში, ნაკლებად მძიმე ფორმები არ საჭიროებენ რაიმე დამატებით მედიკამენტოზურ ჩარევას,“ - განაცხადა გოფოძემ.

მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო ყველანაირი გამოწვევებისთვის, მათ შორის მძიმე პაციენტების მისაღებად მზად არის, თუმცა გოფოძე იმედს გამოთქვამს, რომ ამის საჭიროება არ დადგება.

„რესპუბლიკური საავადმყოფო მზად არის ყველანაირი გამოწვევისთვის, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ დაიწყება პაციენტების მატება. ჩვენ შეგვიძლია მძიმე პაციენტების საკმაოდ სოლიდური რაოდენობა მივიღოთ, მაგრამ აქვე დავძენ, რომ იმედი მაქვს მეც და სრულიად საქართველოსაც, რომ ამის საჭიროება აღარ იქნება. იმედია, რომ მძიმე პაციენტების ასეთი რაოდენობა, რაც სხვა ქვეყნებში, მათ შორის ევროპის განვითარებულ ქვეყნებში დაფიქსირდა, საქართველოში არ იქნება,“ - აღნიშნა მან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს