რატი იონათამიშვილი - არჩევნები საქართველოში კონსტიტუციით დადგენილ ვადებში ჩატარდება

არჩევნები საქართველოში კონსტიტუციით დადგენილ ვადებში ჩატარდება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია ამ თემით სპეკულირებს და რეალურად, სურთ, რომ შეთანხმება რომელიც შედგა, ჩაიშალოს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ ვადებში, რაც არის კონსტიტუციით მოცემული აუცილებლად ჩავეტევით, ასე რომ, ვისაც დღეს აქვს სურვილი ამ თემით მოახდინოს სპეკულაცია, ვგულისხმობ ოპოზიციას, სწორედ ისინი არიან მოწოდებულები იმისთვის, რომ შეთანხმება არ შედგეს, არ დავასრულოთ დათქმულ ვადებში ნაკისრი ვალდებულებები, მაგრამ ჩვენ თითოეულ მიმართულებას ბოლომდე მივიყვანთ და არჩევნები საქართველოში კონსტიტუციით დადგენილ ვადებში ჩატარდება.

შეთანხმების ტექსტი მთლიანად საზოგადოებისთვის არის ცნობილი და ის იმდენად მკაფიოა, რომ ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა, ვასრულებთ იმ ვალდებულებებს რაზეც ხელი გვაქვს მოწერილი და ბოლომდე შევასრულებთ რასაკვირველია. ვინც დღემდე ცდილობს, რომ გარკვეული ინტერპრეტაციები შეიტანოს ამ ტექსტის შინაარსში, ვფიქრობ, საკუთარ თავს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იყენებს,“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა