შალვა კიკნაველიძე - „დანერგე მომავალი" ქართული ოცნების ხელისუფლების წარმატებული პროექტია

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი" ფარგლებში კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. კორონავირუსის პანდემიის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სამუშაო პროცესი, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც კენკროვანი კულტურების გაშენების მხარდაჭერას ითვალისწინებს, 20 - მდე ადგილობრივი ფერმერია ჩართული.

სოფელ ტაბაკინში, მეორე სვირსა და როდინაულში კენკროვანი კულტურების გაშენების პროცესს ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო და იმედი გამოთქვა, რომ პროექტში სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი ფერმერი ჩაერთვება.

„დანერგე მომავალი" „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმატებული პროექტია. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის დარგის მაქსიმალური ხელშეწყობაა, რამაც მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებას და შევამციროთ იმპორტი. იმედი მაქვს, მომავალში უფრო მეტი ადგილობრივი ფერმერი ჩაერთვება პროექტში, შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი და ბაზარზე გვექნება ადგილობრივი წარმოების ჯანსაღი პროდუქტი", - განაცხადა უმრავლესობის დაპუტატმა.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი, ფერმერებისთვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ბაღების გაშენებისთვის საჭირო ნერგების, სარწყავი სისტემის მოწყობასა და სხვა საჭირი მასალების შეძენას სახელმწიფო პროგრამა 100 % აფინანსებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა