იტალია და ესპანეთი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას განაგრძობენ

დღეს იტალიაში 4.4 მილიონი ადამიანი საუთარ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა.

დღეიდან ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი დაიწყო, რაც ქარხნების, საწარმოების, სამშენებლო კომპანიების და გარკვეული სავაჭრო ობიექტების მოხსნას ითვალისწინებს. თუმცა, აღნიშნული ობიექტების მფლობელებმა უნდა უზრუნვეყონ სოციალური დისტანცია.

იტალიელებს საკუთარ საცხოვრებელ რეგიონებში უფლება მიეცათ საკუთარი ახლო ნათესავები მოინახულონ და სასეირნოდ გავიდნენ.

შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა სამგლოვიარო ცერემონიებზეც, მათზე მაქსიმუმ 15 პირს შეეძლება დასწრება.

რაც შეეხება ესპანეთს, აქ შეზღუდვების მოხსნის თავდაპირველი ფაზა დაიწყო, რომელსაც „ნულოვანი ეტაპით“ მოიხსენიებენ. დღეიდან გაიხსნა გარკვეული სავაჭრო ობიექტები და თმის სალონები. ესპანეთში გაიხსნა კვების დაწესებულებებიც, საიდანაც საჭმლის წაღება იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის, იტალია და ესპანეთი ევროპის პირველი ქვეყნები იყო, რომლებიც კორონავირუსისგან მძიმედ დაზარალდა. ესპანეთში, საერთო ჯამში კორონავირუსის 245 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო იტალიაში-210 717. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რეიტინგში ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ, ისინი აშშ-ის შემდეგ მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო