სალომე ზურაბიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტს სტევო პენდაროვსკის ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა პანდემიით შექმნილი მდგომარეობა განიხილეს. სტევო პენდაროვსკიმ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ კორონავისრუსის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს და აღნიშნა, რომ საქართველოში ასეთი დაბალი ლეტალური შემთხვევების დონე, სწორედ საქართველოს ხელისუფლების შედეგიანი და ეფექტიანი ბრძოლის ნიშანია.

პრეზიდენტებმა კორონავირუსის გავრცელების გამო ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ იმსჯელეს და პოსტკრიზისულ პერიოდში ურთიერთობების განვითარების მიმართულებები, ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგია, საქართველოს როლი, სავაჭრო და სატრანსპორტო დერეფნის თვალსაზრისით შავი ზღვის მნიშვნელობა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის განხილვისას აღნიშნა, ევროკავშირთან მომავალი ურთიერთობები საქართველომ სწორედ, აღნიშნული კრიზისის კონტექსტში უნდა განიხილოს. საქართველოს ერთადერთი გზა ევროპაა, რასაც საფუძვლად ქართველი ხალხის ურყევი ნება უდევს.

"საქართველოს პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკის ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს, ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იმედის მომცემია.

ხაზგასმით აღინიშნა კრიზისის პერიოდში საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობა. საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარებისა და ბორდერიზაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საუბრის ბოლოს საქართველო პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკი პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასრულების შემდეგ საქართველოში მოიწვია" , - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა