სოფო კილაძე - გავლენიან გერმანულენოვან გამოცემებში საუბარია, რომ ბიძინა ივანიშვილმა უპრეცედენტო დახმარება გაუწია თავის ქვეყანას მთელი მსოფლიოს მასშტაბით

გავლენიანი ინგლისურენოვანი გამოცემების შემდეგ, უკვე გავლენიანი გერმანულენოვანი გამოცემები ალაპარაკდნენ იმ წვლილის შესახებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის Covid19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში,სტატიაში, როგორც გერმანელებს სჩვევიათ, ობიექტურად ჩანს ის დიდი წვლილი, ის დახმარება, რასაც ბიძინა ივანიშვილი უწევს საქართველოს და ქართულ სახელმწიფოს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ ყველაზე კარგად ქვეყნის ეფექტიანობა და ქვეყნის დემოკრატია იქედან ჩანს, თუ როგორ უმკლავდება კრიზისულ ვითარებას ესა თუ ის სახელმწიფო.

„სტატიაში ხაზგასმით არის მითითებული, რომ ქართული სახელმწიფო კრიზისულ სიტუაციას გაუმკლავდა ძალიან კარგად. ამ ყველაფრის გადაზღვევა რეალურად იყო სწორედ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც უპრეცედენტო დახმარება გაუწია თავის ქვეყანას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სტატიაში ასევე მითითებულია, რომ იმ ფონზე, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილზე მეტი შესაძლებლობა აქვს, ეს ადამიანი არის ის, ვინც უპრეცედენტოდ მოიქცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს