შსს ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმსა და ქუთაისში "კომენდანტის საათის", მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დაცვა გაკონტროლდება.

უწყების ცნობით, ქალაქებში არსებულ საკონტროლო გამშვებ საგუშაგოებზე ასევე მოქალაქეთა თერმოსკრინინგი გაგრძელდება.

„უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში ქალაქში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნება. აღნიშნულ ქალაქებში რჩება საკონტროლო გამშვები საგუშაგოები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, კომენდანტის საათის, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დაცვას გააკონტროლებენ. აღნიშნულ საგუშაგოებზე ასევე გაგრძელდება მოქალაქეთა თერმოსკრინინგი. თბილისში და რუსთავში შესვლა-გამოსვლის შეზღუდვა კვლავ ძალაშია“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს