ანა ნაცვლიშვილი - საჭიროდ მიგვაჩნია, ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოში ვუჩივლოთ ადამიანთა უფლებების არაკონსტიტუციურად შეზღუდვის გამო

საჭიროდ მიგვაჩნია, ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოში ვუჩივლოთ ადამიანთა უფლებების არაკონსტიტუციურად შეზღუდვის გამო, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს აუცილებელია სამომავლოდ საგანგებო მდგომარეობის არაკონსტიტუციური მართვის საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.

""ლელო საქართველოსთვის" ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე მოუწოდებდა ხელისუფლებას, ქვეყანა მომზადებულიყო ამ მდგომარეობაზე გადასასვლელად. ეს მომზადება, მათ შორის გულისხმობდა სწორი სამართლებრივი ჩარჩოს დადგენას უფლებამოსილი პირების მიერ, რომლის მეშვეობითაც ხელისუფლება ეფექტურად გაუმკლავდებოდა პანდემიას, მაგრამ ვირუსთან ბრძოლაში მსხვერპლად არ შეიწირავდა სამართლიანობის, კანონის წინაშე თანასწორობის და უფლებების დაცვის კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტებს. ეს ასე არ მოხდა. პრეზიდენტის დეკრეტის გამოცემისთანავე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ის ხასიათდებოდა სერიოზული პრობლემებით, რაც შექმნიდა სამართლებრივ, სოციო- ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს. ჩვენ საჯაროდ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, გამოესწორებინა ეს პრობლემა. ხელისუფლებამ არათუ არ გაითვალისწინა ეს, შექმნა გაუაზრებელი, არასაჭიროდ მკაცრი და შერჩევითად აღსრულებული სანქციების მთელი კასკადი. ამან არაერთი ადამიანი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია, ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოში ვუჩივლოთ ადამიანთა უფლებების არაკონსტიტუციურად შეზღუდვის გამო და შევქმნათ სწორი პრეცედენტი. ეს აუცილებელია სამომავლოდ საგანგებო მდგომარეობის არაკონსტიტუციური მართვის საფრთხეების თავიდან ასაცილებლად", - აცხადებს ნაცვლიშვილი.

მისივე განცხადებით, "ლელო" მზადაა, მოქალაქეებსაც დაეხმაროს როგორც საკონსტიტუციო, ასევე საერთო სასამართლოში იდავონ უსამართლო სანქციების წინააღმდეგ.

"ამავდროულად, ხაზგასასმელია, რომ თითოეულ მოქალაქეს კარგად გვესმის ფიზიკური დისტანცირების წესის დაცვის და სხვა რიგი წესებისადმი დამორჩილების აუცილებლობა. თუმცა, ეს არ უნდა ნიშნავდეს ამ პროცესებში უსამართლობის ნორმალიზებას. ჩვენ სახეზე გვაქვს მოქალაქეთა უსამართლოდ და არაკონსტიტუციურად დასჯის ფაქტები. ლელო მზადაა, მოქალაქეებსაც დაეხმაროს როგორც საკონსტიტუციო, ასევე საერთო სასამართლოში იდავონ უსამართლო სანქციების წინააღმდეგ", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ინფორმაციას "ლელო საქართველოსთვის" ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო