ევროკავშირი ​კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევებისთვის 1 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი 1 მილიარდ ევროს გამოყოფს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებისა და მკურნალობის მეთოდის პოვნისთვის - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა კორონავირუსის საკითხებთან დაკავშირებულ ვირტუალურ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

„რეალობაა ის, რომ ვირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს, ვიდრე ვაქცინა არ შეიქმნება. აი, ამიტომაც ჩვენ ძალები და აზრები უნდა გავაერთიანოთ, გავიღოთ თანხები, რათა დავიწყოთ კორონავირუსის ვაქცინის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობისკენ მიმართული მუშაობა“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

კონფერენციაზე, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა განაცხადა, რომ ნებისმიერი სამკურნალო საშუალება ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) კი ამბობს, რომ ეს დიდი გამოწვევა იქნება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო