სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში სტომატოლოგიური მომსახურების საფასური შესაძლოა, გაიზარდოს

საქართველოში სტომატოლოგიური მომსახურების საფასური, შესაძლოა, გაიზარდოს. ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გოგილაშვილმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, იმისათვის, რომ სტომატოლოგიურმა კლინიკებმა მუშაობა განაახლონ, საჭიროა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგი, რისი ღირებულებაც გაძვირებულია.

„იმისათვის, რომ სტომატოლოგიურმა კლინიკამ განაახლოს თავისი მუშაობა ამისთვის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, რომ მას ჰქონდეს მარაგი, მაგალითად ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ორი კვირის მარაგი. 100%-ით კი არა, 400%-ით არის გაზრდილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ეს არამხოლოდ ჩვენთან არის ასე, არამედ მსოფლიო პრობლემაა. აქედან გამომდინარე, ერთი პაციენტის, მაგალითად პაროდონტოლოგიური პაციენტის მიღების დროს, საშუალოდ 50 ლარამდე მინიმუმ იზრდება მხოლოდ ეკიპირების ფასი“, - განაცხადა ქეთევან გოგილაშვილმა.

კითხვაზე, თუ რამდენი პროცენტით, შეიძლება, გაიზარდოს სტომატოლოგიური მომსახურების საფასური, ქეთევან გოგილაშვილმა აღნიშნა, რომ ეს განსჯის საკითხია, რომელსაც ექსპერტთა საბჭოს შეკრება სჭირდება.

„დღესდღეობით ერთიანი მიღებული ფასი, რომლითაც ყველა კლინიკა მუშაობს, არ არსებობს. ზოგი მაღალი, ზოგი საშუალო, ზოგი დაბალი ფასებით მუშაობს, მაგრამ იგივე ფასითაც რომ დატოვო ყველაფერი, მხოლოდ ეკიპირება აძვირებს.

ჩვენ ვაპირებთ, განცხადებით მივმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს. არ ვიცი პასუხი როგორი იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩინეთიდან ჩამოსული დიდი რაოდენობის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებიდან რაღაც სტომატოლოგიურ დაწესებულებებსაც გადაეცემა“, - განაცხადა ქეთევან გოგილაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: გაიზრდება თუ არა ფასები სტომატოლოგიურ მომსახურებაზე?

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო