საკარანტინო ზონად გამოცხადებულ სოფელ ღვანკითში დღეს 1 ტონაზე მეტი ყველის რეალიზაცია მოხდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით პრევენციის მიზნით, ორი კვირაა, საკარანტინო ზონად არის გამოცხადებული, დღეს 1 ტონაზე მეტი ყველის რეალიზაცია მოხდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი პროდუქციის რეალიზაციის პროცესში პირადად იყო ჩართული.

"მოსახლეობას, კოვიდინფექციასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო აქვს პროდუქციის გასაღების პრობლემა. ადგილობრივი თვითმმართველობა ერთ კვირაზე მეტია, ვეხმარებით ოჯახებს მარწყვის გაყიდვაში. დღეს კი სოფელში რძის პროდუქციის რეალიზატორები შევიდნენ და 1 ტონაზე მეტი ყველი შეისყიდეს. ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ ამის საჭიროება იქნება", - განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 23 აპრილიდან ჩაკეტილია. მიზეზი სოფელში კორონავირუსის რამდენიმე დადასტურებული შემთხვევაა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია