ვლადიმერ პუტინმა კიმ ჩენ ინი დააჯილდოვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი საიუბილეო მედლით დააჯილდოვა. მედალი ეძღვნება „დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავს“. შესაბამისი განკარგულების შესახებ ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის საელჩო წერს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიმ ჩენ ინს ჯილდო გადაეცა, პირადი დიდი წვლილისთვის, რომელიც მან შეიტანა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ საბჭოთა მოქალაქეთა მარადიული ხსოვნისთვის, აგრეთვე სამარხების და მემორიალების შენარჩუნებისთვის.

რუსული მედიის ინფორმაციით, მედალი რუსეთის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრ, ლი სონ გუონს გადასცა.

ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
ქართული პრესის მიმოხილვა 14.06.2021
კარლ ჰარცელი - მჯერა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, სულ მცირე, კრიზისის ეს თავი დაიხურა - საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია