აფთიაქებში უკვე ქართული წარმოების მილიონზე მეტი პირბადე გაიყიდა

4 მაისის მდგომარეობით, სააფთიაქო ქსელებში 1 200 000 ქართული წარმოების პირბადეა გაყიდული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, 4 მაისის მდგომარეობით, სულ წარმოებულია 2 651 183 ცალი პირბადე, საიდანც ჯამში დარიგებულია 2 271 190 მილიონი, მათ შორის საცალო ქსელს მიეწოდა 1 498 850 ერთეული პირბადე და აქედან უკვე რეალიზებულია 1 200 000.

შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე საქართველოში წარმოებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები, უსასყიდლოდ გადაეცა საზოგადოების მოწყვლად ფენას, მათ შორის პენსიონერებს და იმ კატეგორიას, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე ხშირად უწევს ადამიანებთან კონტაქტი. ამასთან, 8 აპრილიდან პირბადეები სააფთიაქო ქსელებში იყიდება და თითოს ღირებულება 50 თეთრია.

იხილეთ ვიდეო: აფთიაქებში უკვე მილიონზე მეტი ქართული წარმოების პირბადე გაიყიდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო