მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, დღეს ბოჭორიშვილის კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ დამატებია, ხოლო ერთი პირი გამოჯანმრთელდა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, დღეს კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ დამატებია, ხოლო ერთი პირი გამოჯანმრთელდა.

მისი თქმით, მათ კლინიკაში ეს ბოლო პერიოდში პირველი შემთხვევაა, როცა არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდა.

როგორც მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაში 66 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს და მათგან 12 მოზარდია.

„ბოჭორიშვილის ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 78 პაციენტი. აქედან დადასტურებული covid 19 -ის დიაგონოზი აქვს 66-ს. გვაქვს ერთი გამოჯანმრთელება, ახალი დადასტურებული დიაგნოზი არ გვაქვს. დადასტურებული დიაგნოზებიდან 12 არის 18 წლამდე მოზარდი. ერთია რეანიმაციის პაციენტი, 11 საყურადღებო პაციენტი.

რაც შეეხება იმ 11 პაციენტს, გამოხატულია კარგად ჩამოყალიბებული ორმხრივი პნევმონია, ლაბორატორიული მაჩვენებლებიც საყურადღებო რჩება და ამ კრიტერიუმებით ისინი მიეკუთნებიან საყურადღებო პაციენტების ჯგუფს.

სამი პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით. ამ ეტაპისთვის 8 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას, თუმცა, დღის განმავლობაში შესაძლოა, ეს რიცხვი გაიზარდოს,“- განაცხადა სოლოღაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა