მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა, გაფართოებული კვლევის დინამიკით, გაუარესდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა, გაფართოებული კვლევის დინამიკით, გაუარესდა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პაციენტი ჯერჯერობით, მართვასა და დასტაბილურებას არ ექვემდებარება.

“ჩვენთან ამ ეტაპზე 57 პაციენტი მკურნალობს, აქედან 54 დადასტურებულია, 3 არის შესაძლო შემთხვევა. ჩვენთან არ შემოსულა გუშინ არც ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა. რაც შეეხება კრიტიკული პაციენტის მდგომარეობას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლინიკურად არის სტაბილიზაცია, მაგრამ გაფართოებული კვლევის დინამიკით, მდგომარეობა გაუარესებულია. აქედან გამომდინარე, ჯერ იმის თქმა, რომ ამ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდება, ნაადრევია და ამას რამდენიმე დღის შემდეგ ვიტყვით. ჯერჯერობით, კვლავ კრიტიკულია და მართვასა და დასტაბილურებას არ ექვემდებარება. დანარჩენი 7 მძიმე პნევმონიის მქომე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, რამდენიმე დღის განმავლობაში სტაბილურობის შენარჩუნება უკვე გვეუბნება, რომ მათი მდგომარება გაუმჯობესდება და ისინი უკვე მძიმე ფორმებიდან გადავლენ საშუალო სიმძიმის ფორმებზე”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა