სერგი კაპანაძე - კრიზისის დაძლევის გზებზე მთავრობისგან ქილიკისა და სადღეგრძელოების გარდა რეაქცია არ გვინახავს

„ევროპულ საქართველოს“ ბევრი კითხვა დაუგროვდა პრემიერ-მინისტრ გახარიასთან. ამ კითხვების დასმა ჩვენ გვინდოდა მაშინ, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გრძელდებოდა, მაგრამ მან კეთილი არ ინება და პარლამენტში არ მოვიდა. მხოლოდ თავისი თანამშრომელი გამოგზავნა, რითაც პარლამენტთან დაკავშირებით უპატივცემულობა გამოხატა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვაა და ეს კითხვები ძირითადად ეხება იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკური კრიზისის დაძლევა, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ პრობლემებიდან.

„ჩვენ კონკრეტული გეგმა გვაქვს შეთავაზებული მთავრობასა და პრემიერ-მინისტრისთვის, რომელიც მიგვაჩნია, რომ ამ კრიზისს დაძლევს, მაგრამ მთავრობისგან ამაზე რეაქცია არ მოგვისმენია, გარდა ქილიკისა და რაღაც სადღეგრძელოებისა. შინაარსობრივი დისკუსია არ გამართულა. უფრო მეტიც, მათ საერთოდ არ უნდათ დისკუსიაში მონაწილეობის მიღება არცერთ საკითხზე. ამიტომ, ეს კითხვები, ბუნებრივია, დაგროვებულია. თუ პრემიერ-მინისტრი მოვა პარლამენტში და ჩვენ ვიცით, რომ ის რეგულარულად არღვევს კანონს და არ მოდის ხოლმე პარლამენტში, მაშინ ამ კითხვებს დავსვამთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს ბოიკოტის რეჟიმის შეწყვეტას, იმიტომ, რომ ბოიკოტის რეჟიმი სხვა მიმდინარე საკითხებს უკავშირდება. ხოლო, მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ახალი კორონავირუსი, ეკონომიკის გაჯანსაღების ამბავი, ისევე როგორც საარჩევნო საკითხები, ამაში „ევროპული საქართველო“ აპირებს, რომ მომავალშიც მიიღოს მონაწილეობა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა