ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 6 პაციენტი დატოვებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 6 პაციენტი დატოვებს,- ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კიდევ 10 პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხებს ელოდებიან და უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, ისინი კლინიკიდან დღეს გაეწერებიან.

„ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 79 პაციენტია. კოვიდინფიცირებული გვყავს 61. კლინიკიდან ეწერება 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი. პირველადი 10 ტესტი უარყოფითია, იმედია განმეორებითაც მოვა უარყოფითი და დღის ბოლოსათვის კიდევ 10 დატოვებს კლინიკას“,- განაცხადა რატიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო