საქართველოს პროფკავშირები საქველმოქმედო ღონისძიებას აგრძელებს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა დარგობრივი პროფკავშირი და მისი წევრი ზესტაფონის, ჭიათურის და ტყიბულის პირველადი ორგანიზაციები, შპს ,,საქნახშირთან“ და შპს ,,ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო უსახსროდ დარჩენილი ადამიანების მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქტივობების განხორციელებას განაგრძობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, 4 მაისს, მხარდაჭერის აქცია ტყიბულში გაიმართა, ხოლო დღეს ზესტაფონსა და ჭიათურაში გაიმართება.

„პირველადი საჭიროების სასურსათო პროდუქტების პაკეტები გადაეცემა მთლიანობაში 300-ზე მეტ ოჯახს, მათ შორის სოციალურად დაუცველებს და მრავალშვილიანებს. 5 მაისს, გასვლითი აქტივობები დაიწყება მისამართებიდან: ზესტაფონი, 13:00 საათი, კვალითის დასახლება, მაღაზია "დეილის" მიმდებარე ტერიტორია. ჭიათურა, 16:00 საათი, პროფკავშირის ოფისი, ნინოშვილის ქ# 18, მე-3 სართული. საკონტაქტო პირი: თამაზ დოლაბერიძე - 599 007 277 საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა