თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 18 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარეხი ბექაიას თქმით, კორონავირუსზე შემოწმებული 18 კვლევიდან ყველა უარყოფითია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში მყოფ ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

„კლინიკაში ამ დროისთვის 30 პაციენტი იმყოფება. 18 კვლევა იყო გაგზავნილი და ყველა უარყოფითი პასუხია მიღებული. კლინიკაში ერთი მძიმე პაციენტი რჩება, რომელთანაც COVID-19 არ დადასტურდა. პაციენტს პროფილურ, სომატურ კლინიკაში გადაიყვანენ. მომართვიანობამაც მოიკლო, კარგა ხანია, კლინიკაში COVID-19-ის ფაქტი არ დადასტურებულა“,- განაცხადა ბექაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 604 ადამიანს შეადგენს, მათგან 240 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა