ირაკლი კობახიძე - მაისის მეორე ნახევარში გამოჩნდება, იქნება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საჭიროება

თუ 22 მაისისთვის გვექნება ისეთი მოცემულობა, რომელიც აუცილებელს გახდის შეზღუდვების შენარჩუნებას, ამ შემთხვევაში, ალბათ, დაგვჭირდება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, იქნება თუ არა საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთხელ გაგრძელების საჭიროება, მაისის მეორე ნახევარში გამოჩნდება და პარლამენტიც გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღებს.

„საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად იარსებებს შეზღუდვების შენარჩუნების საჭიროება. დღეს არსებული შეზღუდვებით მთელ რიგ ეკონომიკურ სუბიექტებს ეკრძალებათ მუშაობა, გარდა ამისა „კომენდანტის საათი“ მოქმედებს, რაც ზღუდავს გადაადგილებას და ა.შ. თუ 22 მაისისთვის გვექნება ისეთი მოცემულობა, რომელიც აუცილებელს გახდის ამ შეზღუდვების შენარჩუნებას, ამ შემთხვევაში, ალბათ, დაგვჭირდება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ მოცემულობაზე, რაც 22 მაისისთვის იქნება. შესაბამისად, ყველამ ერთად უნდა შევხედოთ იმ ვითარებას, რომელიც მაისის მეორე ნახევარში შეიქმნება და ამის მიხედვით მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას. დღეს ამაზე მსჯელობა ნაადრევია. დაახლოებით, ორკვირანახევარში გვეცოდინება, რამდენად მიზანშეწონილია საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება,“ - განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს