გია ჟორჟოლიანი - მოვუწოდებ ყველა სახელმწიფო მოხელეს, ეფექტურად იმოქმედონ, რათა დროულად მოხდეს მოქალაქეთა ინტერესების დაკმაყოფილება

დღეს, შეზღუდვების ეტაპობრივად შერბილების პირობებში კიდევ უფრო აქტუალური ხდება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მოქალაქეთა მიმართ, რათა დროულად მოხდეს რეაგირება მათ მიმართვებზე, რომლებიც სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის განახლების ნებართვას ელოდებიან,- ამის შესახებ „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია, მოქალაქეები დროულად და მკაფიოდ იყვნენ ინფორმირებულნი, თუ რა მოთხოვნების დაკმაყოფილებაა მათგან საჭირო, რათა განაახლონ სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობა.

„არსებულ მძიმე პირობებში, ყოველი უპასუხოდ დარჩენილი მიმართვა ადამიანთა უმრავლესობისთვის ნიშნავს არა მხოლოდ შემოსავლების შემცირებას, არამედ საარსებო წყაროს გარეშე დარჩენას. პირადად მე, როგორც დეპუტატს, არაერთმა მოქალაქემ მომმართა, რომლებმაც ვერ მიიღეს პასუხი სახელმწიფო უწყებებისგან. ეს ეჭვის ქვეშ აყენებს სახელმწიფოს შესაძლებლობას შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას დაეკისრა. სახელმწიფომ თუ არ შეასრულა ეს პასუხისმგებლობები, ის დაკარგავს ლეგიტიმაციას დააწესოს და აღასრულოს სხვადასხვა აკრძალვები და შეზღუდვები, რომლებიც გამიზნულია ეპიდომოლოგიური მდგომარეობის სამართავად. ეს სამართლიანად გამოიწვევს მოქალაქეების უკმაყოფილების კიდევ უფრო მეტად ზრდას. ჩვენ არ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ აკრძალვებს აწესებს. ჩვენ გვჭირდება მზრუნველი სახელმწიფო. მე, როგორც დეპუტატმა, საგანგებო მდგომარეობისთვის მხარდაჭერის გამოცხადებისას ავიღე პასუხისმგელობა და მოვახდინე ჩემი უფლებამოსილებების დელეგირება მთავრობაზე, რათა მთავრობის მოქმედებები უფრო ეფექტური და სწრაფი ყოფილიყო. ამავდროულად, მე არ მომიხსნია პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეთა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე. მოვუწოდებ, ყველა სახელმწიფო მოხელეს, იმოქმედონ მაქსიმალურად ეფექტურად და პასუხისმგებლიანად, რათა დროულად მოხდეს მოქალაქეთა ინტერესების დაკმაყოფილება და მათზე ზრუნვა“,- აცხადებს ჟორჟოლიანი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა