თბილისის სააპელაციო სასამართლომ კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად stopcov-ის ფონდში 20 000 ლარი გადარიცხა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად stopcov-ის ფონდში 20 000 ლარი გადარიცხა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სააპელაციო სასამართლოდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსამართლეებმა და მოხალისეებმა საკუთარი სახსრებით მოახდინეს თანხის მობილიზება.

„გლობალური პანდემიით გამოწვეული ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად, საზოგადოებაში უპრეცედენტო კონსოლიდაციის ფონზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მონაწილეობა მიიღო ახალი კორონავირუსის (COVID19) პანდემიასთან ბრძოლის აქციაში. აქციის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებისა და მოხელეების აქტიური ჩართულობის შედეგად, მათივე სახსრებით, მობილიზდა 20 000 ლარი, რაც სრულად გადაირიცხა პანდემიასთან ბრძოლის ფონდში (StopCov)“, - ნათქვამია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა