პირი, რომელმაც ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგში გამგეობის შენობის ფანჯრის მინები ჩაამსხვრია, დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ლ.ჯ. სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგში გამგეობის შენობის ფანჯრის მინები ჩაამსხვრია. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა