სერგი კაპანაძე - შეთანხმება თუ არ შესრულდა, ყველაფერი გახდება მეორეხარისხოვანი, ამის ხაზგასმა მინდა კობახიძის და სხვების გასაგონად - შეიძლება აქვთ ილუზია, რომ შეთანხმებას არ შეასრულებენ და გაუვათ, მაგრამ არ გაუვათ ეს ამბავი

შეთანხმება თუ არ შესრულდა, სხვა ყველაფერი გახდება მეორეხარისხოვანი, ამის ხაზგასმა მინდა, მათ შორის კობახიძის და სხვების გასაგონად, რადგან ზოგიერთ მათგანს შეიძლება ილუზია ჰქონდეს, რომ შეთანხმებას არ შეასრულებენ და გაუვათ, არ გაუვათ ეს ამბავი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მოწოდებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

სერგი კაპანაძის თქმით, არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარება მნიშვნელოვანია და ამაზე დისკუსიის დაწყება შეიძლება, თუმცა, თუ შეთანხმება არ შესრულდა, სხვა საკითხები მეორეხარისხოვანი იქნება.

„მზაობა ამისთვის უნდა იყოს ხელისულფების მხრიდან და პოლიტიკური ძალები ამასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავენ, ყველა მზად არის, რომ ჩაერთოს და წესები დაიცვას. უსაფრთხო გარემო არის კონკრეტული საკითხი, რომელიც ეხება ამომრჩევლების ჯანდაცვას და ბუნებრივია, ამაზე კონსულტაციას არაფერი წინ არ უდგას. უბრალოდ, ზოგადად არჩევნები როგორ გარემოში ჩატარდება, ეს არის ჯერ მოსაგვარებელი და ამ ნაწილში უმნიშვნელოვანესია შეთანხმების შესრულება. შეთანხმება თუ არ შესრულდა, სხვა ყველაფერი გახდება მეორეხარისხოვანი, ამის ხაზგასმა მინდა, მათ შორის კობახიძის და სხვების გასაგონად, რადგან ზოგიერთ მათგანს შეიძლება ილუზია ჰქონდეს, რომ შეთანხმებას არ შეასრულებენ და გაუვათ ეს და არ გაუვათ ეს ამბავი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლება პოლარიზაციაზე ბოლომდე წამსვლელია. ამასთან, დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ არსებული მდგომარეობა და გარკვეული შეზღუდვები თავისთვის სასარგებლოდ გამოიყენოს და არჩევნები ჩატარდეს გაუმჭვირვალედ.

„რა თქმა უნდა, შეიძლება რომ ეს გამოიყენოს, ისევე როგორც იყენებს დღეს არსებულ სარჩევნო კოდექსს, ზოგადად ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და ჩვენი ამოცანაა, რომ ეს არ დავუშვათ. უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვამბობ, საკითხების იერარქია რომ ვნახოთ, შეთანხმების შესრულება არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ეს თუ არ მოხდა დიალოგის რესურსი იქნება მკვეთრად ამოწურული, თუ ის საკითხი მოგვარდება, ყველა სხვა თემაზე შეიძება მერე საუბარი, მათ შორის, ამ საკითხზეც - ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებაზე, რომელიც ბუნებრივია, უმნიშვნელოვანესი საკითხია, ისევე როგორც საარჩევნო სისტემის მერე საარჩევნო კოდექსის რეფორმა. ეს ყველაფერი ერთად შეიძლება იყოს განხილული, მაგრამ უმნიშვნელოვანესია ის პირველი საკითხი, რომელიც არის აისბერგის თავი,“- აცხადებს კაპანაძე.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს, ეპიდემიოლოგების, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით, დაიწყოს მუშაობა ყველა შესაძლო სცენარზე, რათა არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად შესაბამისი ზომები განისაზღვროს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, ოქტომბერში, არჩევნების დღესაც, მაღალი ალბათობით, ეპიდემიის შესაკავებლად საჭირო ყველა შეზღუდვა ვერ მოიხსნება. შესაბამისად, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და ამ კუთხით არსებული ბუნდოვანება გაფანტოს.

მოწოდებას „ინტეპრესნიუსთან" გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და კონსულტაციებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს