ჯანდაცვის მინისტრი სასწრაფოს ექიმებს - მზად ვართ, განვიხილოთ ყველა ის პრობლემა და საჭიროება, რომელიც თქვენს გუნდს და ჩვენს გუნდს ერთად გვიდგას

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის სასწრაფოს ექიმებთან ერთად განიხილოს ყველა პრობლემა და ჰქონდეს შესაბამისი კომუნიკაცია, რათა ქვეყანამ წარმატებით შეძლოს კორონავირუსის დამარცხება. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში შეკრებილ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრი სამედიცინო პერსონალის დაინფიცირებასთან დაკავშირებით განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგები და ჩართულები არიან პროტოკოლის შექმნაში, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მოწოდებულ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

„ბევრი საუბრობს სამედიცინო პერსონალის დაინფიცირებაზე და არ შეიძლება არ გამოვეხმაურო ამ კომენტარებს და არ აღვნიშნო, რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც გაქვთ გავლილი არაერთი ტრენინგი, რომლებიც ჩვენთან ერთად მონაწილეობთ პროტოკოლის შექმნაში და შემდეგ განხორციელებაში ყველა იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც ატარებს ამ ტრენინგს თქვენთვის და ჩვენთვის და რომელი პროტოკოლებიც არის სრულიად გაზიარებული, დაყრდნობილი მსოფლიოს პრაქტიკას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მოწოდებულ ყველა სტანდარტს. ის, რომ თქვენ იყოთ დაცულები, იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს უსაფრთხო, ეს არის ჩვენი სამინისტროს და მთავრობის ვალდებულება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ისევ გავაგრძელებთ თქვენი უსაფრთხოებისთვის ბრძოლას, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს არასდროს იქნება საკმარისი ყველა იმ თქვენი დამსახურების აღსანიშნავად.

ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ყველა ის პრობლემა და საჭიროება, რომელიც თქვენს გუნდს და ჩვენს გუნდს ერთად გვიდგას, ვინაიდან მხოლოდ ეს კომუნიკაცია და ჩვენი ეს ერთობა არის იმის საფუძველი, რომ საბოლოოდ შევძლებთ, რომ ეს პატარა ქვეყანა დაამარცხებს ამ გლობალურ უხილავ მტერს, რომელიც covid ინფექციის სახით არის გავრცელებული მსოფლიოში,“- განაცხადა ტიკარაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა