ჯანმო აცხადებს, რომ საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევის დეკემბერში გამოვლენა გასაკვირი არ არის და შესაძლოა, უფრო მეტი ადრეული შემთხვევაც გამოვლინდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევის დეკემბერში გამოვლენა გასაკვირი არ არის.

„შესაძლებელია, რომ უფრო მეტი ადრეული შემთხვევებიც გამოვლინდეს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეს-სპიკერმა კრისტიან ლინდმაიერმა.

მან სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, შეამოწმონ 2019 წლის ბოლო პერიოდის სავარაუდო შემთხვევები, რაც, ლინდმაიაერის თქმით, მსოფლიოს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით „ახალ და უფრო მკაფიო“ სურათს მისცემს.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმების გუნდის განცხადებით, პაციენტი, რომელიც დეკემბერში ავად გახდა, ახალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. "კოვიდ-19 საფრანგეთში, 2019 წლის დეკემბრის ბოლოს უკვე გავრცელებული იყო, ქვეყანაში ოფიციალურად გამოვლენილ პირველ შემთხვევამდე ერთი თვით ადრე", - წერს უცხოური მედია.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა