გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს და „მოსახლეობაზე სოციალური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის შეწყვეტას“ სთხოვს

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებას მიმართა და „მოსახლეობაზე სოციალური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის შეწყვეტა“ სთხოვა.

მისივე განმარტებით, საქართველომ უკვე დაკარგა 100 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი და 4 მილიარდი ლარი ქართულ ეკონომიკაში. გიორგი ვაშაძის შეფასებით, თუ ასე გაგრძელდა ქვეყანას კრიზისიდან გამოსასვლელად წლები დასჭირდება, რისი ფუფუნებაც მას არ აქვს.

„ქვეყანაში არის უმიმესი მდგომარეობა. დიახ, კორონავირუსი არის მთელ მსოფლიოში, მაგრამ ასეთი არათანაზომადი შეზღუდვები, რომელიც გვაგდებს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, არის ფაქტობრივად, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში. ადამიანებმა დღეს უკვე არ იციან რა შეიძინონ და რითი იყოდონ საჭმელი. ჩვენ უკვე დავკარგეთ 100 ათაზე მეტი სამუშაო ადგილი, ჩვენ დავკარგეთ 4 მილიარდი ლარი ქართულ ეკონომიკაში, ყოველდღიურად ვკარგავთ 100 მილიონ ლარს და რაც ყველაზე საგანგაშო და სამწუხაროა, გველოდება მასიური შიმშილი. არ გეგონოთ, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის თქვენ ეს გამოგადგებათ ან თუნდაც არჩევნებისთვის რამენაირად გამოიყენებთ იმიტომ, რომ მშიერი ადამიანი, პირველ რიგში, სწორდ ხელისუფლებისგან მოითხოვს პასუხს! ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწებთ, აიღეთ ხელი არასწორი, ცრუ გადაწყვეტილებებისგან, ყოველგვარი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისგან! მოხსენით შეზღუდვები ისე როგორც ეს ჩვენი გეგმით გითხარით - 15 მაისს ქვეყნის შიგნით, პირველ ივნისს სახმელეთო საზღვრებზე, 15 ივნისს უკვე საჰაერო სივრცე უნდა გავხსნათ, ეს არის ერთადერთი გზა, რომ გადავარჩინოთ ქართული ეკონომიკა,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მან სამეტაპიან გეგმაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.

„პირველი - ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს; მეორე - დავიბრუნოთ ის სამუშაო ადგილები და ეკონომიკა, რომელიც გვქონდა; მესამე -ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავზრდით ამ ყველაფერს. დღეს კი მივექანებით უკიდეგანოდ უკან და უკან,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა