საქართველოს პრეზიდენტი იენს სტოლტენბერგს - ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მინისტრების დონეზე უნდა ჩატარდეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათ საუბრისას პანდემიით შექმნილი რთული ვითარება განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, ნატოს გენერალურ მდივანმა უმაღლესი შეფასება მისცა ვირუსთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძლიერ ძალისხმევას და მას ეფექტიანი უწოდა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ძლიერდება საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან და ნატოსთან.

„იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატოს პარტნიორი ქვეყანაა და მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ ერთობლივი მუშაობა. მისი თქმით, ვირუსით გამოწვეული კრიზისი უსაფრთხოების კრიზისი არ უნდა გახდეს. სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის გამო, ევროპაში ნატოს მასშტაბური წვრთნების ნაწილის გადადების მიუხედავად, იგი მომავალ წელს ჩატარდება და მას, როგორც დაგეგმილი იყო, საქართველოც უმასპინძლებს, რაც მჭიდრო პარტნიორობისა და თანამშრომლობის მაჩვენებელია. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო ნატოსთან ორი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობს - შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ ნატოსა და ევროკავშირისათვისაც და კიბერუსაფრთხოება. სტოლტენბერგის განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოებისათვის მხარეებმა უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გაუზიარონ ერთმანეთს და კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, უფრო მეტი გეგმები უნდა განახორციელონ. ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა ავღანეთში ნატო - საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა, უმაღლესი შეფასება მისცა ამ თანამშრომლობას და მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობას კი, შთამბეჭდავი და მტკიცე უწოდა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატო -საქართველოს კომისიის სხდომა მინისტრების დონეზე უნდა გაიმართოს“,-აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა