ეკატერინე ტიკარაძე - ხშირია შემთხვევა, როცა სასწრაფო დახმარების ექიმებისთვის არაა ცნობილი, თუ რა ტიპის პაციენტი ელოდება

ხშირია შემთხვევა, როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებისთვის არაა ცნობილი, თუ რა ტიპის პაციენტი ელოდება. მნიშვნელოვანია, 112-ში ზარის გახორციელებისას ზუსტად ავსახოთ ჩივილები და უნდა დავაფიქსიროთ, თუ გვაქვს ეჭვი, რომ ვართ კოვიდინფიცირებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ტიკარაძის თქმით, აღნიშნულ შემთხვევაში პაციენტების გახსნილობა მნიშვნელოვანია.

„იკვეთება ფაქტორები, როდესაც ხშირ შემთხვევაში არ ხდება მისამართზე მისვლა იმ იდენტიფიცირებით, რომელიც აუცილებლად საჭიროა მოხდეს ზარის განხორციელების მომენტში. მნიშვნელოვანია, 112-ში ზარის გახორციელებისას გავითვალისწინოთ ეს და ზუსტად ავსახოთ ის ჩივილები, რომელიც გვაქვს და უნდა დავაფიქსიროთ, თუ გვაქვს ეჭვი, რომ ვართ კოვიდინფექციით დაავადებული და თუ ჩვენ გვაქვს სიცხე. ასეთ შემთხვევაში ეკიპაჟი მოახდენს სრულ აღჭურვას და მისამართზე მივა სრულიად უსაფრთხოდ. დაფიქსირდა ჩვენი ექიმების მხრიდან, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მათთვის არაა ცნობილი, თუ რა ტიპის პაციენტი ელოდება და მნიშვნელოვანია, რომ შემდგომში როგორც სამინისტრომ, ასევე 112-მა გავაუმჯობესოთ ქმედებები და მეტად დეტალურად გამოვკითხოთ ჩვენი პოტენციური პაციენტები. ასევე მნიშვნელოვანია პაციენტების გახსნილობა, რათა დავეხმაროთ მათ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, დაინფიცირებული ადამიანის განხილვა მისი პროფესიული ჯგუფის მიხედვით არასწორია, თუმცა მედპერსონალის ინფიცირების დროს მნიშვნელოვანია, მოხდეს გარკვევა, ხდებოდა თუ არა მედპერსონალის მხრიდან გარკვეული პროცედურების ზუსტად შესრულება.

„დაინფიცირებული ადამიანის განხილვა ისე, როგორც მისი პროფესიული ჯგუფის, არ არის სწორი, ვინაიდან ინფექციამ არ იცის, თუ ვინ არის მისი მსხვერპლი და სამედიცინო ეთიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ეს გავითვალისწინოთ და მაღალი სამედიცინო ეთიკა გვქონდეს, რათა არ განვიხილოთ ეს ჯგუფები მსგავსად. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთვის, ასევე, გადაუდებელი დახმარების სამსახურისთვის და ყველა იმ კლინიკისთვის, სადაც პერსონალის დაინფიცირება მოხდა, მნიშვნელოვანია, დეტალურად იქნას შესწავლილი, თუ რომელ კომპონენტს ჰქონდა ადგილი, რადგან გავითვალისწინოთ როგორც ადამიანური ფაქტორი, ხდებოდა თუ არა მედპერსონალის მხრიდან ზუსტად შესრულება გარკვეული პროცედურების და დაცული იყო თუ არა ყველა ის პროტოკოლი, რომელიც მოწოდებულია საქართველოს ტერიტორიაზე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რომელიც ეყრდნობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლებს. ამის მიხედვითაა შემუშავებული ყველა პროტოკოლი საქართველოში. შემდეგ ჩატარებულია არაერთი ღონისძება და ტრენინგი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს მოხმარება პირადი დაცვის საშუალებების“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო